საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს

    6.09.2019, №116/2019; 09.07.2020, №62/2020;

    21.03.2022, №25/2022; 11.09.2023, №89/2023;

    07.10.2024, №121/2024 დადგენილებებით


    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 და №100/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 მაისის №127/2018 დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები და 2018 წლის 4 ივნისის №142/2018 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 05.07.2018, №12749/28; 05.07.2018, №12750/28; 05.07.2018, №12762/28; 05.07.2018, №12763/28; 09.07.2018, №12900/28; 09.07.2018, №12901/28; 09.07.2018, №12902/28; 09.07.2018, №12903/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 10 ივლისის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,

     

    აკადემიური საბჭო ადგენს:

     

    1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

     

    1.1. გეოგრაფიის დეპარტამენტი

     

    ა) კათედრა: ნიადაგების გეოგრაფია

     

    ა.ა) ლია მაჭავარიანი - პროფესორი;
    ა.ბ) ბესიკ კალანდაძე - ასოცირებული პროფესორი.

     

    ბ) კათედრა: ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია 

     

    ბ.ა) დავით კერესელიძე - პროფესორი;
    ბ.ბ) ამოღებულია; (07.10.2024, №121/2024)

    გ) კათედრა: რეგიონალური გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება

     

    რობერტ მაღლაკელიძე - ასოცირებული პროფესორი.

     

    1.2. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

     

    ა) კათედრა: გამოყენებითი ინფორმატიკა

     

    ა.ა) გია სირბილაძე - პროფესორი;
    ა.ბ) ამოღებულია; (11.09.2023, №89/2023)
    ა.გ) ტარიელ ხვედელიძე - ასოცირებული პროფესორი.

     

    ბ) კათედრა: თეორიული ინფორმატიკა

     

    ბ.ა) ბეჟან ღვაბერიძე - ასოცირებული პროფესორი;
    ბ.ბ) რევაზ ქურდიანი - ასოცირებული პროფესორი.

     

    გ) კათედრა: პრაქტიკული ინფორმატიკა

     

    გ.ა) ნათელა არჩვაძე - ასოცირებული პროფესორი;
    გ.ბ) ბიძინა მიდოდაშვილი - ასოცირებული პროფეროსი.

     

    დ) კათედრა: ტექნიკური ინფორმატიკა

     

    მაგდა ცინცაძე - ასოცირებული პროფესორი.

     

    1.3. გეოლოგიის დეპარტამენტი

     

    ა) კათედრა: მინერალოგია-პეტროლოგია და სასარგებლო წიაღისეული

     

    ა.ა) ამოღებულია; (21.03.2022, №25/2022)
    ა.ბ) კარლო აქიმიძე - ასოცირებული პროფესორი;
    ა.გ) გურამ ქუთელია - ასოცირებული პროფესორი.

     

    ბ) კათედრა: რეგიონული გეოლოგია და პალეონტოლოგია

     

    დავით ლორთქიფანიძე - პროფესორი.

     

    1.4. ფიზიკის დეპარტამენტი

     

    ა) კათედრა: არაწრფივი მოვლენების ფიზიკა

     

    ა.ა) არჩილ უგულავა - პროფესორი;
    ა.ბ) რამაზ ხომერიკი - ასოცირებული პროფესორი.

     

    ბ) კათედრა: ასტროფიზიკა

     

    ბ.ა) ნანა შათაშვილი - პროფესორი;
    ბ.ბ) ამოღებულია; (6.09.2019, №116/2019)

     

    გ) კათედრა: ატომისა და ატომბირთვის ფიზიკა

     

    გ.ა) თამაზ კერესელიძე - პროფესორი;
    გ.ბ) ზაალ მაჭავარიანი - ასოცირებული პროფესორი.

     

    დ) კათედრა: ელემენტარული ნაწილაკები და კვანტური ველები

     

    დ.ა) მერაბ ელიაშვილი - პროფესორი;
    დ.ბ) მერაბ გოგბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

     

    ე) კათედრა: კონდენსირებული გარემოს ფიზიკა

     

    ალექსანდრე შენგელაია - პროფესორი.

     

    ვ) ამოღებულია (09.07.2020, №62/2020)

     

    ზ) მიმართულება: რადიოფიზიკა, ფიზიკური პროცესების მოდელირება

     

    ოლეგი ხარშილაძე - ასოცირებული პროფესორი.

     

    2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
    3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
    4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
    5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     


    გიორგი  შარვაშიძე
    რექტორი
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე