საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020  წლის 10 ივნისის №105/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №61/2020 დადგენილების მე-2 პუნქტი) გადაწყვეტილებისა (წერილი: 12.08.2020, №11182/29) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის  11 სექტემბრის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

     

    აკადემიური საბჭო ადგენს:

     

    1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

     

    ა) ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა:

     

    ა.ა) გიორგი გაფრინდაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
    ა.ბ) ლალი ხურცია - ასისტენტ-პროფესორი;

     

    ბ) ეკონომეტრიკის  კათედრა:

     

    ლია თოთლაძე - ასისტენტ-პროფესორი;

     

    გ) მიკროეკონომიკის კათედრა:

     

    თამარ ლაზარიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

     

    დ) მაკროეკონომიკის კათედრა:

     

    მარინა ტაბატაძე - ასისტენტ-პროფესორი;

     

    ე) მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა:

     

    ეკატერინე გულუა - ასისტენტ-პროფესორი;

     

    ვ) ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა:

     

    ვ.ა) ნატო კაკაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
    ვ.ბ) თამარ კბილაძე - ასისტენტ-პროფესორი;

     

    ზ) მარკეტინგის კათედრა:

     

    მაია ვეშაგური - ასისტენტ-პროფესორი;

     

    თ) საერთაშორისო ბიზნესის კათედრა:

     

    ლეილა ქადაგიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

     

    ი) ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრა:

     

    ი.ა) ვალერი არღუთაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
    ი.ბ) მერაბ ხოხობაია - ასისტენტ-პროფესორი.

     

    2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
    3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
    4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
    5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     

    გიორგი  შარვაშიძე
    რექტორი
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე