საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 ოქტომბრის №19349/10 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“  ქვეპუნქტი.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე