საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 18.01.2016, №05/01-01 ბრძანებისა და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 29.01.2016, №2550/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) გია ლობჟანიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ალექსანდრე ალადაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ)  ნინო გორდაძე -  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) თეიმურაზ ჯორბენაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ე)  პავლე მაჭავარიანი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) სიმონ დალაქიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რუსუდან აბაშიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მანანა კაკაბაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე