საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 1 ივლისის
№76/2019 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 2018 წლის
19 თებერვლის №57/2018 დადგენილებით


 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების, მე-10 მუხლისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №10508/02, 26.03.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრი“. (19.02.2018, №57/2018)


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის“ დებულება (დანართი №1). (19.02.2018, №57/2018)


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა  რექტორი, პროფესორი