საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 22.03.2012, №6920/02 და 22.03.2012, №6921/02  წერილების, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 11.04.2012, №8757/02 წერილის საფუძველზე,

     

    აკადემიური საბჭო ადგენს:

     

    1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე  დანართებში შევიდეს ცვლილებები და მეორე და მესამე სემესტრებში შეტანილ იქნეს 5 კრედიტიანი შემდეგი არჩევითი კურსები:


    ა) „უცხოური ენა 1“ (დანართი 1);
    ბ) „უცხოური ენა 2“ (დანართი 2).

     

    2. მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ 77-ე დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:


    ა) ეკონომიკური პოლიტიკის მოდულის მერვე სემესტრში სასწავლო კურსი „ანტიმონოპოლიური პოლიტიკა“ (10 ECTS კრედიტი) შეიცვალოს ამავე სახელწოდების 5 კრედიტიანი სასწავლო კურსით (დანართი 3).
    ბ) დაემატოს  სასწავლო კურსი „სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება“ (პრაქტიკული კურსი) (5 ECTS კრედიტი) (დანართი 4).

     

    3. მესამე  ნაწილის „გ“ პუნქტით დამტკიცებულ 84-ე, 85-ე და 86–ე დანართებში შევიდეს ცვლილება და სასწავლო კურსებს დაემატოს არჩევითი სასწავლო კურსი „სტატისტიკური პროგნოზირების მეთოდები ეკონომიკასა და ბიზნესში“( 5 ECTS კრედიტი) (დანართი 5).

     

    4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

    5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

     

    ალექსანდრე კვიტაშვილი
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
    რექტორი