საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №17024/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 12 ოქტომბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №90/2020 დადგენილებაში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები:
„11. საბაკალავრო პროგრამის „ქიმია“ ახალი რედაქციით წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებამდე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცეთ დაასრულონ საბაკალავრო პროგრამა ,,ქიმია“ ამ დადგენილების მიღებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
12. საბაკალავრო პროგრამის ,,ქიმია“ სტუდენტებს სურვილის შემთხვევაში საშუალება მიეცეთ ხსენებული პროგრამა გაიაროს ამ დადგენილებით დამტკიცებული რედაქციით (შემდგომი ცვლილებების გათვალისწინებით).
13. დადგენილების 11 და 12 პუნქტების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 31 სექტემბრამდე.“.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე