საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012  წლის 19 სექტემბრის №125/01–01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №101/2012 დადგენილებით შექმნილი ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებების (წერილები: №29077/02, 08.11.2012 და №29101/02, 09.11.2012) საფუძველზე,

     

    აკადემიური საბჭო ადგენს:

     

    1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

     

    I. კერძო სამართლის მიმართულებით:


    ა) ირაკლი ბურდული.

     

    II. საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:


    ა) ირინე ქურდაძე;
    ბ) ქეთევან ხუციშვილი.

     

    2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

    3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

     

    ალექსანდრე კვიტაშვილი
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
    რექტორი