საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
    25.05.2011, №49/2011 დადგენილებით



    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `ბ` და `ს` ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `ბ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 31.01.11; №85/23–03  წერილის საფუძველზე,

     

    აკადემიური საბჭო ადგენს:


     
    1. დამტკიცდეს  ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამებში) (დანართი 1);


    2. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ეკონომიკის 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამაში) (დანართი 2);


    3. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014 და 2009-2013 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ  – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის მართვის 2010-2014, 2009-2013, სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 3, დანართი 4).


    4. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008-2012 სასწავლო წლების – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე  საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ  – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 5).


    5. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი შპს –  ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ბიზნესის და მართვის  მიმართულების 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო  პროგრამებში) (დანართი 6, დანართი 7 და დანართი 8).


    6. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
    7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     


    ალექსანდრე კვიტაშვილი

    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
    რექტორი