საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
    23.09.2011, №100/2011 დადგენილებით



    “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე

     

    1. გამოცხადდეს კონკურსი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტი (დანართი 1).


    2. დაევალოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
    3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

     

    საფუძველი: ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს N1 დადგენილება

     

    პროფესორი გიორგი ხუბუა
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
    რექტორი