საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
    08.02.2012, №7/2012 დადგენილებით



    ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
    18.06.2009, №232 დადგენილებით

     


    “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

     

    I. თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

     

    1. კატეგორია "ა" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ა" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 920 (ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.

    2. კატეგორია "ბ" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ბ" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

    21. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება. (18.06.2008, №232).

     

    II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

    III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

     

    საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, №25262/02 26.12.2008წ;  №437/02 16.01.2009წ; №25149/02 25.12.2008წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

     

     

    პროფესორი  გიორგი ხუბუა
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
    რექტორი