„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,
I. დამტკიცდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამები:
1. ისტორია (პროფესიული ცოდნა და ისტორიის სწავლების მეთოდიკა) – 7 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი გიორგი ჟუჟუნაშვილი
2. ქართული ენა და ქართული ენის სწავლების მეთოდიკა არაქართულენოვან სკოლებში – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მერი ნიკოლეიშვილი
3. ქართული ლიტერატურა (პროფესიული ცოდნა და ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ელისო კალანდარიშვილი
4. ინგლისური ენა (პროფესიული ცოდნა და ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების ცენტრის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი რუსუდან დოლიძე
5. ფრანგული ენა (პროფესიული ცოდნა და ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: ენების ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი მარინა კვანტალიანი
6. რუსული ენა (პროფესიული ცოდნა და რუსული ენის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების ცენტრის რუსული ენის მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ტატიანა ჭეიშვილი-მოსკალენკო
7. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (პროფესიული ცოდნა და სწავლების მეთოდიკა) – 3 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თებრონე ურუშაძე
8. ბიოლოგია (პროფესიული ცოდნა და ბიოლოგიის სწავლების მეთოდიკა) – 4 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი ეფემია ხარაძე
9. გეოგრაფია (პროფესიული ცოდნა და გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა) – 6 კრედიტი. ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი
II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი