”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის ვადები 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში განსაზღვროს შემდეგი წესით:
1.1. საბუთების მიღება – 5-13 მარტი;
1.2. გამოცდები – 16-19 მარტი;
1.3. დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 19 მარტი;
1.4. გასაუბრება – 23-26 მარტი;
1.5. გასაუბრების შედეგების გამოქვეყნება – 26 მარტი;
1.6. ბრძანება ჩარიცხვაზე – 27 მარტი;
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი