საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

შევიდეს ცვლილება ,,მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაშვების შესახებ 2007 წლის 26 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 9 იანვრის №72 დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. დადგენილების I პუნქტით მაგისტრატურაში  ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა , რომლებმაც მიიღეს შეფასება 40-დან 51 ქულამდე , უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შეესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა დასაშვებია 2009 წლის აპრილში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი