საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით



”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,


I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მაგისტრატურის სტუდენტთა მიერ კრედიტების მოპოვების შემდეგი წესი:

 

1. კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა განისაზღვროს წელიწადში 60 კრედიტით (სემესტრში 25-35/30-30 კრედიტის ოდენობით).


2. მე-4 სემესტრის სტუდენტს უფლება მიეცეს, 120 კრედიტის შესასრულებლად დააგროვოს არაუმეტეს 35 კრედიტისა.


3. მე-4 სემესტრის სტუდენტს, რომელმაც მობილობის ფარგლებში უცხოეთის უსდ-ში გაიარა სემესტრი და ვერ მოიპოვა ოც კრედიტზე მეტი, უფლება მიეცეს, 120 კრედიტის შესასრულებლად დააგროვოს არაუმეტეს 40 კრედიტისა.


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი