საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

    29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

     

    “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

     

    I. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები: „უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია“ (ხელმძღვანელი: პროფ. დ. ძიძიგური), ბიოსამედიცინო მეცნიერებები (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ლეჟავა, ასოც. პროფ. ნ. დორეული, ასოც. პროფ. ნ. კოტრიკაძე, ასოც. პროფ. ნ. კოშორიძე), „ქიმიური ექსპერტიზა“ (ხელმძღვანელი: პროფ. შ. სამსონია), „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (ხელმძღვანელი: ფიზ.–მათ. მეცნიერებათა კანდ. რ. ჯობავა),  ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები სტუდენტისათვის პროგრამებში ცვლილების შეტანის შემდეგ.

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა  „კულტურული მემკვიდრეობა: კვლევა და მართვა“ (ხელმძღვანელი: პროფ. ზ. სხირტლაძე) და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (ხელმძღვანელი: პროფ. ი. კაჭკაჭიშვილი) ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები სტუდენტისათვის პროგრამაში ცვლილების შეტანის შემდეგ.

    ზემოთ აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამებში შევიდეს შემდეგი ცვლილება: კურიკულუმით გათვალისწინებული სავალდებულო კრედიტების მეოთხედი, ანუ 30 კრედიტი მაინც იყოს საერთო ფაკულტეტის სხვა, ერთ ან რამდენიმე სამაგისტრო პროგრამასთან.

     

    II. მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (ხელმძღვანელი: პროფ. პ. იმნაძე) ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები სტუდენტისათვის  პედაგოგების მოწვევასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების  გარეშე.

     

    III. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).

    IV. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

     

    პროფესორი გიორგი ხუბუა
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
    რექტორი