საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.201, №27/2011დადგენილებით

 

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის“ დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის № 171 დადგენილებაში და დანართის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”იმ კვლევითი ინსტიტუტების ყოფილი ასპირანტები და მაძიებლები, რომლებთანაც თსუ–ს დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად”

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი