საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

I. 2009-2010 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2009 წლის 30 ივნისისა.  

 

2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2009 წლის 31 ივლისისა.

 

2009-2010 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამები წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2009 წლის 30 ივნისისა.

 

II. იმ შემთხვევაში, თუ თსუ აკადემიური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აღწერილობასა და სილაბუსებს არ განუცდიათ რაიმე ცვლილება, მაშინ შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელმა (კოორდინატორმა) განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომ პროგრამას გაეწიოს რეკომენდაცია ფაკულტეტისა და აკადემიურ საბჭოების წინაშე მისი აღწერილობისა და სილაბუსების განმეორებით წარმოდგენის გარეშე.    

 

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი