საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №93/2014 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. 2009-2010 საწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2000 ლარის ოდენობით.

 

11. 2014-2015 სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით. (29.09.2014, №93/2014)

 

2. 2009-2010 საწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მანსპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 3450 ლარის (2100 დოლარის) ოდენობით.


3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი