ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, №32/2010 დადგენილებით
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21- ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებულ ი“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების “ მე -9 მუხლის საფუძველზე,
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“, „ა–1“, „ა–2“ კატეგორიის აკადემიური პერსონალი შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ახორციელებს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებადართულია არასაუნივერსიტეტო პროექტებსა და გრანტებში მონაწილეობა. (26.03.2010, №32/2010)
2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
4. დადგენილება დასამატკიცებლად გადეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2009 წლის 11 ივნისის N 11001/02 მოხსენებითი ბარათი. აკადემიური საბჭოს დადგენილება N135, 23.09.08; N166, 21.01.09; N167, 21.02.09; N168, 21.01.09; N169, 21.01.09; N170,21.01.09; N170, 21.01.09; N212, 21.01.09; რექტორის ბრძანება N10/01–03 25.02.09 . პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი 07572/02, 24.03.2010.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი