საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაუქმებულია აკადემიური საბჭოს
25.06.2010, №58/2010 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესი (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანს).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი