ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
I. შევიდეს ცვლილებები და დამატებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N92 დადგენილების დანართში:
ა) მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ოჯახის ავადმყოფ წევრზე მეურვეობის გამო.“
ბ) მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს: „აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე.“
გ) შესწორდეს მე–9 მუხლის მე–3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით: „სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30 კრედიტის მოცულობით) სრულად გავლის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება 750 ლარით.
დ) მე–7 მუხლის 1–ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება.”
II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი)
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი