„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის საფუძველზე,
1. 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩარიცხულ გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი