“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N247 დადგენილებაში და I-ლი ნაწილის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„I. შემოდგომის სემესტრი
B 1. ბაკალავრიატი:
1. ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 3 აგვისტო – 21 სექტემბერი
2. პირველკურსელთა რეგისტრაცია (საბუთების წარმოდგენა) _ 7 სექტემბერი – 18 სექტემბერი.
3. აკადემიური რეგისტრაცია – 24 აგვისტო – 24 სეტქმბერი (ამავე პერიოდში იწარმოებს 2009 –2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის წინასწარი რეგისტრაცია)
4. სააუდიტორიო მეცადინეობები – 28 სექტემბერი – 9 იანვარი
5. სასესიო პერიოდი – 11 იანვარი – 6 თებერვალი
6. არდადეგები – 8 თებერვალი – 28 თებერვალი.“
1. II ნაწილის 1-ლი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.2. აკადემიური რეგისტრაცია – 8 თებერვალი – 1 მარტი (ამავე პერიოდში იწარმოებს 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი რეგისტრაცია).“
- დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი