„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 16 ივლისის №74/01-01 ბრძანების საფუძველზე,
I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. იოხან ციმერმანი – რექტორის მრჩეველი, ეკონომიკის დოქტორი, თავმჯდომარე
2. ვოლფგანგ ვენგი - ეკონომიკის დოქტორი
3. ქეთევან ლაფაჩი - ეკონომიკის დოქტორი
4. იოსებ არჩვაძე - ეკონომიკის დოქტორი (კომისიის მდივანი)
5. თამარ ბერუჩაშვილი - ეკონომიკის დოქტორი
II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი