საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შეტანილ იქნას ცვლილებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №247 დადგენილებაში “2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ”.

 

2. I პარაგრაფის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2.1. ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 სექტემბერი – 26 სექტემბერი.
2.2. სააუდიტორიო მეცადინეობა – 5 ოქტომბერი – 16 იანვარი.
2.3. სასესიო პერიოდი -  17 იანვარი – 13 თებერვალი.
2.4. არდადეგები – 15 თებერვალი – 27 თებერვალი.

 

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი