ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.12.2010, №148/2010 დადგენილებით
« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტიგენტის ოდენობა განისაზღვროს მაგისტრატურაში ჩარიცხული კონტიგენტის 10%-ით.
2. პირველ რიგში დაფინანსდნენ 2008 წლის საომარი მოქმედებების გამო იძულებით გადაადგილებული კონკურსანტები.
3. საუნივერსიტეტო დაფინანსება განხორციელდეს სამესტრულად, აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი