საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №5444/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 მარტის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,


    აკადემიური საბჭო ადგენს:


    1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №90/2020 დადგენილებაში  და 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


    „13. დადგენილების 11 და 12 პუნქტების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 31 სექტემბრამდე.“.


    2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
    3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
    4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

     


    გიორგი  შარვაშიძე
    რექტორი
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე