საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის №10294/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 21 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №87/2019 დადგენილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა.ბ“ ქვეპუნქტი.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს 2021 წლის 2 აგვისტოდან.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე