„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,
1. 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში ჩაირიცხონ ის კონკურსანტები, რომლებმაც დააგროვეს საკონკურსო ქულა 51 და მეტი.
2. 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებისას დადგენილების პირველი პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა იმ მაგისტრანტებმა, რომლებმაც უცხო ენის საკონკურსო გამოცდაში დააგროვეს 51 ქულაზე ნაკლები, უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, წინააღმდეგ შემთვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი.
3. წინამდებარე დადგენილება არ ვრცელდება უცხოენოვან, „საერთაშორისო სამართლისა“ და „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის“ სამაგისტრო პროგრამებზე.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი