საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 28 ნოემბრის №25104/10 და №25105/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ნოემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:
ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით №2 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 83 ქვეპუნქტით №192 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ (დანართი №192);
გ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-9 ქვეპუნქტით №9 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი №9);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 234 ქვეპუნქტით №275 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა” (დანართი №275);
ე) I ნაწილის „გ“ პუნქტის 33-ე ქვეპუნქტით №33 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი ეკოლოგია“ (დანართი №33).
2. შევიდეს ცვლილებები რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების I ნაწილის „ა“ პუნქტის 82 ქვეპუნქტით №191 დანართად დამტკიცებულ საბაკალავრო პროგრამაში „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული)“ და ის ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №191).
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული პროგრამის თანდართული რედაქცია ამოქმედდეს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან.
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე