საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2022 წლის 4 მარტის №4733/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 მარტის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამაზე 2019 წელს ჩარიცხული სტუდენტები გათავისუფლდნენ დამატებით სემესტრში საზაფხულო სკოლისა და საზღვარგარეთის პრაქტიკების სავალდებულო კომპონენტების შესაბამისი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე