საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 24 ნოემბრის №31038/10 და №31011/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 ნოემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,


    აკადემიური საბჭო ადგენს:


    1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


    ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით №77 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა “ (დანართი №77);
    ბ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით №80 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა” (დანართი №80);
    გ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 84-ე ქვეპუნქტით №84 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ეკონომიკა” (დანართი №84).


    2. შევიდეს ცვლილებები აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


    ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 113-ე ქვეპუნქტით №113 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არაბისტიკა“ (დანართი №113);   
    ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 114-ე ქვეპუნქტით №114 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ირანისტიკა“ (დანართი №114);   
    გ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 116-ე ქვეპუნქტით №116 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „თურქოლოგია“ (დანართი №116);   
    დ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 120-ე ქვეპუნქტით №120 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ინგლისური ფილოლოგია“ (დანართი №120);   
    ე) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 121-ე ქვეპუნქტით №121 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გერმანული ფილოლოგია“ (დანართი №121);   
    ვ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 122-ე ქვეპუნქტით №122 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სკანდინავიური ფილოლოგია“ (დანართი №122);   
    ზ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 123-ე ქვეპუნქტით №123 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფრანგული ფილოლოგია“ (დანართი №123);   
    თ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 127-ე ქვეპუნქტით №127 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ახალი ბერძნული ფილოლოგია“ (დანართი №127);   
    ი) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 128-ე ქვეპუნქტით №128 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კლასიკური ფილოლოგია“ (დანართი №128);   
    კ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 129-ე ქვეპუნქტით №129 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზანტიური ფილოლოგია“ (დანართი №129);   
    ლ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 155-ე ქვეპუნქტით №155 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გერმანული ფილოლოგია“ (დანართი №155);   
    მ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 156-ე ქვეპუნქტით №156 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „რომანული ფილოლოგია“ (დანართი №156);   
    ნ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 157-ე ქვეპუნქტით №157 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბერძნულ-რომაული ფილოლოგია“ (დანართი №157);   
    ო) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 165-ე ქვეპუნქტით №165 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არაბისტიკა“  (დანართი№165);
    პ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 167-ე ქვეპუნქტით №167 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ირანისტიკა“  (დანართი№167);
    ჟ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 170-ე ქვეპუნქტით №170 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები“  (დანართი№170);
    რ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 1781 ქვეპუნქტით №259 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სკანდინავისტიკა“ (დანართი №259).  


    3. შევიდეს შემდეგი ცვლილებები აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში:


    ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 124-ე და 125-ე ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


    “124. იტალიანისტიკა (დანართი 124);”;
    125. ესპანისტიკა (დანართი 125);“;


    ბ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 154-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „154. ინგლისური ფილოლოგია (დანართი 154);“;


    გ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 168-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


    „168. თურქოლოგია (დანართი 168);“.

     

    4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
    5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
    6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

     

     
    პროფესორი ჯაბა სამუშია
    რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე