საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 7 დეკემბრის №32291/10,  №32308/10 და №32330/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 12 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით №79 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი №79);
ბ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 832 ქვეპუნქტით №289 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის  - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი““ (დანართი №289);
გ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 86-ე ქვეპუნქტით №86 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი” (დანართი №86).


2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში და დადგენილების 835 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„835.  ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში (დანართი 311);“.


3. შევიდეს ცვლილებები აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 126-ე ქვეპუნქტით №126 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია“ (დანართი №126);   
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 135-ე ქვეპუნქტით №135 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი №135);   
გ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 158-ე ქვეპუნქტით №158 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია“ (დანართი №158);   
დ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 159-ე ქვეპუნქტით №159 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ (დანართი №159);   
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 178-ე ქვეპუნქტით №178 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი №178).


4. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII ნაწილის „ზ“ პუნქტით №299 დანართად დამტკიცებულ პროგრამაში  „მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამა“ და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №299).


5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
7. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


 
პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე