საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 20 დეკემბრის №33629/10 და 2022 წლის 21 დეკემბრის №33796/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის №22 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით №77 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი №77);
ბ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით №78 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №78);
გ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 791 ქვეპუნქტით №274 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა)“ (დანართი №274);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით №80 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა” (დანართი №80);
ე) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით №81 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №81);
ვ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 82-ე  ქვეპუნქტით №82 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)” (დანართი №82);
ზ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 85-ე ქვეპუნქტით №85 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №85).


2. შევიდეს ცვლილებები აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 112-ე ქვეპუნქტით №112 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კავკასიოლოგია“ (დანართი №112);  
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 115-ე ქვეპუნქტით №115 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ასირიოლოგია“ (დანართი №115);   
გ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 117-ე ქვეპუნქტით №117 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არმენოლოგია“ (დანართი №117);   
დ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 134-ე ქვეპუნქტით №134 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კავკასიოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი №134);   
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 162-ე ქვეპუნქტით №162 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია“ (დანართი №162);   
ვ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 166-ე ქვეპუნქტით №166 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ასირიოლოგია“ (დანართი №166);   
ზ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 177-ე ქვეპუნქტით №177 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი №177).   


3. შევიდეს ცვლილება აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „გ“ პუნქტის 118-ე ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“118. ებრაისტიკა (დანართი 118);”.


4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე