საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 30 მაისის №117/01-01, №118/01-01 და №119/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის №56/2023 დადგენილების მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 20.07.2023, №12903/28; 20.07.2023, №12836/28; 20.07.2023, №12907/28; 20.07.2023, №12909/28; 20.07.2023, №12910/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
ა.ა) პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა:
მაგდა ცინცაძე - პროფესორი;
ა.ბ) ტექნიკური ინფორმატიკის კათედრა:
პაპუნა ქარჩავა - ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრა:
ფრიდონ დვალიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ბ) ბიოლოგიის დეპარტამენტი:
ბ.ა) მორფოლოგიის კათედრა:
ლევან რუსიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ბ.ბ) გენეტიკის კათედრა:
მაია გაიოზიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
გ) გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრა:
გიორგი დვალაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
დ) ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი:
დ.ა) ელექტრომაგნიტური თავსებადობის კათედრა:
დ.ა.ა) ლევან შოშიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
დ.ა.ბ) თამარ ნოზაძე - ასისტენტ-პროფესორი;
დ.ბ) ანტენების და ტალღების გავრცელების კათედრა:
ზურაბ შერმადინი - ასისტენტ-პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე