საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2023 წლის 9 თებერვლის №7/2023 დადგენილებით 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 სექტემბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დაწესდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო საკოლექციო ვერცხლის მონეტა (შემდგომში – ,,საიუბილეო მონეტა“).
2. საიუბილეო მონეტა ყოველწლიურად მიენიჭება თითოეული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ერთ და მაგისტრატურის ერთ სტუდენტს აკადემიური მოსწრებისა და კვლევაში მიღებული განსაკუთრებული წარმატებისათვის. (09.02.2023, №7/2023)
3.    სტუდენტისათვის უნივერსიტეტის საიუბილეო მონეტის ჯილდოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.
4.    ჯილდოს სახით საიუბილეო მონეტის გადაცემა მოხდება ყოველწლიურად, უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
5.    საიუბილეო მონეტით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
6.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.    წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
8.    დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე