საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის 2024 წლის პირველი ნოემბრის №29321/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის პირველი მაისის N42/2017 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:


ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


მუხლი 3. ინსტიტუტის მართვა და სტრუქტურა
1. ინსტიტუტის მართვას ახორციელებენ: ინსტიტუტის დირექტორი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. ინსტიტუტის სტრუქტურა შედგება ინსტიტუტის მართვის ორგანოების (დირექტორი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო) და სამეცნიერო ერთეულებისაგან. 
2. ინსტიტუტის სტრუქტურა ყალიბდება და იცვლება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინსტიტუტის მიზნების, ამოცანების, ფუნქციების, შესაძლო დაფინანსებისა და საქმიანობის შესაბამისად. ინსტიტუტის სტრუქტურას ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით განიხილავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია:
ა) გამოყენებითი ქიმიის განყოფილება; 
ბ) ფუნდამენტური კვლევებისა და კომპოზიციური მასალების სინთეზის განყოფილება;
გ) კოორდინაციული ნაერთებისა და სორბციულ-კატალიზური პროცესების განყოფილება;
დ) მაღალი ენერგიების ქიმიის განყოფილება;
ე) ფიზიკურ-ქიმიური კვლევისა და ანალიზის განყოფილება.“;


ბ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ცვლილებების შესახებ ძალაში შევიდეს 2025 წლის 14 თებერვალს.
6. ინსტიტუტის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შექმნილი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების კანონმდებლობით დადგენილი კონკურსის წესით, დაკომპლექტების მიზნებისათვის დადგენილება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
7. ინსტიტუტის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შექმნილი ახალი სამეცნიერო თანამდებობების კანონმდებლობით დადგენილი კონკურსის წესით, დაკომპლექტების მიზნებისათვის დადგენილება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე