საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 22 ნოემბრის №31631/10, 2024 წლის 23 დეკემბრის №34532/10 და №34660/10 და 2024 წლის 24 დეკემბრის №34693/10, №34694/10 და №34695/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 24 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით №2 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით №5 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი №5);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით №6 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი №6);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით №7 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი №7);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის 81 ქვეპუნქტით №190 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი №190);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით №12 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №12);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით №13 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი №13);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით №19 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ (დანართი №19);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით №20 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ (დანართი №20);
კ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით №21 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი №21);
ლ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 22-ე ქვეპუნქტით №22 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოფიზიკა“ (დანართი №22);
მ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 24-ე ქვეპუნქტით №24 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი №24);
ნ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 25-ე ქვეპუნქტით №25 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №25);
ო) I ნაწილის „გ“ პუნქტის 26-ე ქვეპუნქტით №26 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი №26);
პ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 27-ე ქვეპუნქტით №27 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ქიმია“ (დანართი №27);
ჟ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 28-ე ქვეპუნქტით №28 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი №28);
რ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 29-ე ქვეპუნქტით №29 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი №29);
ს) I ნაწილის „გ“ პუნქტის 30-ე ქვეპუნქტით №30 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი №30);
ტ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 31-ე ქვეპუნქტით №31 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი №31);
უ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 33-ე ქვეპუნქტით №33 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი ეკოლოგია“ (დანართი №33);
ფ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 332 ქვეპუნქტით №297 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „პალეონტოლოგია-პალეოანთროპოლოგია“ (დანართი №297);
ქ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით №257 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა “კონფლიქტოლოგია” (დანართი №257);
ღ) IV ნაწილის „გ“ პუნქტის 92-ე ქვეპუნქტით №92 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №92);
ყ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით №225 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ (დანართი №225);
შ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით №239 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “განათლების მეცნიერებები“ (დანართი №239);
ჩ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 2063 ქვეპუნქტით №312 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ (დანართი №312);
ც) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2154 ქვეპუნქტით №301 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა “განათლების მეცნიერებები“ (დანართი №301);
ძ) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2157 ქვეპუნქტით №313 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა “პროფესიული განათლება“ (დანართი №313);
წ) VII  ნაწილის „ვ“ პუნქტის 218-ე ქვეპუნქტით №270 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებელი“ (დანართი №270);
ჭ) VII  ნაწილის „ვ“ პუნქტის 2191  ქვეპუნქტით №316 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ (დანართი №316);
ხ) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 220-ე ქვეპუნქტით №288 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“  (დანართი №288);
ჯ) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 221-ე ქვეპუნქტით №299 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამა“  (დანართი № 299).


2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე