საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2025 წლის 12 თებერვლის №3022/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 13 თებერვლის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:
ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით №2 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით №5 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი №5);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით №6 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი №6);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 81 ქვეპუნქტით №190 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი №190);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის 88 ქვეპუნქტით №294 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №294);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით №10 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული სისტემები“ (დანართი №10);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით №11 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები“ (დანართი №11);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით №12 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №12);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით №13 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი №13);
კ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით №14 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი №14);
ლ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით №15 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი №15);
მ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით №16 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი №16);
ნ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-17 ქვეპუნქტით №17 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმიური ექსპერტიზა“ (დანართი №17);
ო) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით №18 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი №18);
პ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით №19 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ (დანართი №19);
ჟ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით №20 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ (დანართი №20);
რ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით №21 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი №21);
ს) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 22-ე ქვეპუნქტით №22 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოფიზიკა“ (დანართი №22);
ტ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 23-ე ქვეპუნქტით №23 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი №23);
უ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 231 ქვეპუნქტით №193 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი №193);
ფ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 234 ქვეპუნქტით №275 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“ (დანართი №275).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე