საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2025 წლის 7 აპრილის №66/01-01 და №68/01-01  ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2025 წლის 6 მაისის №26/2025 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 23.05.2025, №12643/32) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 ივნისის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი:


ა.ა) სამედიცინო ეთიკის კათედრა:


მაკა ჯორბენაძე - ასოცირებული პროფესორი;


ა.ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის კათედრა:


ნატო ფიცხელაური - ასოცირებული პროფესორი;


ბ) უროლოგიის კათედრა:


თეიმურაზ დოჭვირი - ასოცირებული პროფესორი;


გ) ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრა:


გ.ა) მანანა თოდუა - ასოცირებული პროფესორი;
გ.ბ) ნატალია ბოლოკაძე - ასოცირებული პროფესორი;


დ) კლინიკური ქირურგიის კათედრა I:


დ.ა) მერაბ ხვადაგიანი - ასოცირებული პროფესორი;
დ.ბ) ოთარ კეპულაძე - ასისტენტ-პროფესორი;


ე) კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა:


მაია ხუბუა - ასოცირებული პროფესორი;


ვ) პედიატრიის კათედრა:


ქეთევან ბარაბაძე - ასოცირებული პროფესორი;


ზ) შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის კათედრა:


ზ.ა) რუსუდან გვენეტაძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ.ბ) მაია ბიწკინაშვილი - ასოცირებული პროფესორი;


თ) სამედიცინო რადიოლოგიის და ენდოსკოპიის კათედრა:


მამუკა გურგენიძე - ასოცირებული პროფესორი;


ი) სტომატოლოგიის დეპარტამენტი:


ი.ა) ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრა:


ოთარ დარჯანია - ასოცირებული პროფესორი;


ი.ბ) ყბა-სახის ქირურგიის კათედრა:


მამუკა გოგიბერიძე - ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე