თინათინ ასათიანი
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1918
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათმატიკის ფაკულტეტი. ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1944 წლიდან მუშაობს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში (ამჟამად ატომური ენერგიის სახელმწიფო კომიტეტის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი). კოსმოსური გამოსხივების ფართო ატმოსფერული ღვარების გამოკვლევისას ასათიანმა პირველმა გამოიყენა ატმოსფერული ღვართა ენერგიის გასზომვის ახალი მეთოდი. 1963 წლიდან მონაწილეობდა დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში - განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნაში, რისთვისაც მიენიჭა ლენინური პრემია. თინათინ ასათიანი 150-ზე მეტი შრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საზღვარგარეთის ჟურნალებში. 1980 წელს თინათინ ასათიანმა სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიიღო, 1994 წლიდან კი არის ჯორჯ სოროსის ფონდის საპატიო პროფესორი. მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.