საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    შოთა ნიშნიანიძე
    პოეტი
    დაბადების თარიღი 1929

    1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წელს მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა. 1964 წელს დაიწყო მუშაობა გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირში მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად. 1958-1960 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-1977 წლებში მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1976-1982წწ. -ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი, სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "საუნჯეს". მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გამოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული "მე და შენ" გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    თარიღი: 05/03/2020
    კატეგორია: პოეტი