საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თამარ მეიფარიანი
    ფილოლოგი
    დაბადების თარიღი 1957

    1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1984-1988 წლებში თბილისისა და მოსკოვის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტების ასპირანტურა. 1995 წლებში დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი, გლაზგოში გაიარა სასერტიფიკაციო კურსი ეკოლოგიურ განათლებაში. 1996 წელს სამოქალაქო აღზრდისა და ადამიანის უფლებათა სასერტიფიკაციო კურსი უნგრეთში. მეორე წელს ამავე ქვეყანაში სასკოლო პროცესის მენეჯმენტს სწავლობდა. იყო სამოქალაქო აღზრდისა და გარემოსმცოდნეობის ცენტრ ,,გაიას’’ პროგრამის კოორდინატორი და განათლების ეროვნული პროგრამის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ავტორია მრავალი წიგნისა და ქართულ თუ უცხოურ პერიოდიკაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების. ასევე საერთაშორისო ტრენინგებისა და პროექტების ორგანიზატორი. 1999 წელს დაასახელეს საუკეთესო პედაგოგ-მკვლევრად. 1999 წელს მოსკოვში გაიმარჯვა ნომინაციაში ,,ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები.’’ 2000 წლიდან იყო საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორი.

    თარიღი: 05/03/2020
    კატეგორია: ფილოლოგი