საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    გიორგი ხარაძე
    ფიზიკოსი
    დაბადების თარიღი 1931

    1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ნუკლონების ელექტრო-მაგნიტური სტრუქტურა’’. 1961-1967 წლებში იყო - ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1967-1979 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1973 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ლოკალიზებული სპინური სისტემების მაგნიტური თვისებები’’. 1979-1988 წლებში იყო ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებულ გარემოთა თეორიის განყოფილების გამგე. 1988-2006 წლებში ე.ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. გიორგი ხარაძე ავტორია 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა მყარი სხეულებისა და კვანტური სითხეების თეორიაში. მისი ნაშრომები გამოცემულია უცხო ენებზე.

    თარიღი: 05/03/2020
    კატეგორია: ფიზიკოსი