საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სარა ბარნაველი

    დაბადების თარიღი 1902

    1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1972-1984 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მცირე ხელოვნებათა განყოფილების გამგე. წლების განმავლობაში სწავლობდა ისტორიულ საბუთებსა და წერილობით წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. მზითვის წიგნებს, როგორც მატერიალური კულტურის ამსახველ ძეგლებს. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო მცირე პლასტიკა, კერძოდ - გლიპტიკა. მეცნიერულად შეისწავლა და გამოაქვეყნა ქართული ნივთიერი კულტურის, კერძოდ, მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებული ძველი საბუთები. სარა ბარნაველის ნაშრომებში განხილულია ქართული გლიპტიკის უნიკალური ძეგლები, მოცემულია ამ დარგის განვითარების საინტერესო სურათი, დაფუძნებული ძეგლების მხატვრულ ანალიზსა და ფართო ისტორიულ მასალაზე.

    ბიბლიოგრაფია

    საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიური მასალები. ნარკვევები. თბილისი, „მეცნიერება“ 1965.

    ქართული დროშები. თბ. საქ.სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1953.

    თარიღი: 05/03/2020