საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ზურაბ მიქელაძე
    ფილოსოფოსი
    დაბადების თარიღი 1917

    დაიბადა 1917 წელს, ქუთაისში.

    1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით და ჩაირიცხა ასპირანტურაში ლოგიკის სპეციალობით.

    1946 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით.

     1956 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ლოგიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; სხვადასხვა დროს მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლოგიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად;

    1975-1989 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის გამგე.

    1978 წელს მიიწვიეს მოსკოვში არისტოტელეს "ორგანონის" რუსული თარგმანის რედაქტირებისა და კომენტარებისთვის.

    1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სამეცნიერო თარგმანის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.

    ზურაბ მიქელაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კვანტორების სემანტიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია, კერძოდ, არისტოტელეს მოძღვრების გააზრება სიმბოლური ლოგიკის შუქზე.

    გამოქვეყნებული შრომები:

    Проблемы временной логики : Сборник реф. и пер. (რედაქტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1979.

    Методи логических исследований: Сборник (რედაქტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1987.

    Семантический анализ неклассической логики : Сборник статей (თანაავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1991.

    თარიღი: 20/05/2021
    კატეგორია: ფილოსოფოსი