კობა არაბული
მწერალი
დაბადების თარიღი 1945
დაიბადა 1945 წლის 19 თებერვალს.
1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1971 წელს ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.
1979-1991 წლებში მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ჯერ სცენარისტად და შემდგომ უფროს რედაქტორად, პირველ შემოქმედებით გაერთიანებაში; 1990-1996 წლებში გამოსცემდა მშობლიური მიწის მოვლის და კულტურულ მემკვიდრეობათა ხელშემწყობ გაზეთს - "წუთისოფელი"; მოამზადა "ხოგაის მინდიას სახლის" პროექტი: "ტრადიციული სოფელი ჩაკეტილ ისტორიულ სივრცეში". იყო ჟურნალ "მითი და ტრადიციის" რედაქტორი.
არის სცენარის ავტორი ფილმებისა: "ხევსურეთი - მითის გაცოცხლება"(რეჟისორები შალვა და მერაბ ჩაგუნავები, 1991), "კაშხალი მთაში"(რეჟისორი ნოდარ მანაგაძე, სცენარის თანაავტორები - გურამ გეგეშიძე, ნოდარ მანაგაძე, 1977).
ბიბლიოგრაფია
ორშაბათი: ლექსები, თბილისი.: მერანი, 1982.
მყივანა წისქვილები: წერილების კრებული, თბილისი: საქართველო, 1984.
გარდამხდარიყო ენკენისთვე: ლექსები, თბილისი.: ნაკადული, 1984.
კვირიას ხილვები ფხოვის გზებზე: ლექსები, თბილისი: მერანი, 1987.
გველის მჭამელის წელიწადი: ლექსები, თბილისი: მერანი, 1990.
სულთა შეკრების ჟამი: ლექსები, თბილისი: მერანი, 1993.