მიხეილ ბეჟანიშვილი
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1934
დაიბადა 1934 წელს, თბილისში.
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.
1966 წლიდან კითხულობდა ლოგიკის სპეცკურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2002 წლიდან იყო ჟურნალ ,,მაცნეს’’ ფილოსოფიის სერიის რედაქტორი.
2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ცოდნისა და რწმენის მოდალობათა ლოგიკის სემანტიკური ანალიზი“.
მიხეილ ბეჟანიშვილის სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევის მთავარი სფეროა მათემატიკური ლოგიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია.
გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ბიბლიოგრაფია
ლოგიკა საქართველოში, თბილისი.: მერიდიანი, 1995.
ლოგიკა: სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდენტთათვის (რედაქტორი). - თბილისი.: ქრონოგრაფი, 1997.
ფილოსოფია: სახელმძღვანელო დამწყებთათვის (მთარგმნელი), თბ.: 2000.