შალვა ბარჯაძე
ბიოლოგი
დაბადების თარიღი 1980
2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით. 2004 წელს ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკოლოგიის სპეციალობით.
2001 წლიდან მუშაობს ზოოლოგიის ინსტიტუტში; 2016 წელს გახდა უხერხემლო ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი; 2013–2017 წლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში იყო ასისტენტ-პროფესორი ენტომოლოგიის მიმართულებით; 2017–2019 წლებში ასისტენტ-პროფესორი; 2019 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი უხერხემლოთა ზოოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტში; მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ბუგრებისა და კუდფეხიანების ტაქსონომია, ბიომრავალფეროვნება და ფილოგენეზი; მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა ბიოლოგია, ეკოლოგია და კონსერვაცია.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარეების ძამას, ტანასა და თეძმის ხეობების ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) ფაუნა და ეკოლოგია", დაიცვა 2005 წელს.